საზოგადოება
„სტერეოტიპების რღვევის“ კამპანია
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროინტეგრაციის შესახებ, საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე იმსჯელეს ახალციხეში. "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის"
წარმომადგენლები, რეგიონში მოქმედ სამოქალაქო სექტორის წევრებს შეხვდნენ.

ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედია და სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა „სტერეოტიპების რღვევის“ კამპანიის, კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის პროექტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით დაიწყება საინფორმაციო კამპანია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ არსებული სპეციფიკური სტერეოტიპების რღვევისა და ევროინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული.

შეხვედრას ადგილზე ორგანიზება "დემოკრატ მესხთა კავშირმა" გაუწია.

რეგიონული სამუშაო შეხვედრა უკვე ჩატარდა საქართველოს 10 ქალაქში.

სხვადასხვა კვლევების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, საზოგადოების განწყობა და ნდობა არასახარბიელოა.





| Print |