საზოგადოება
აწყურში საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, 9 ივლისს, საზოგადოებრივი ცენტრი იხსნება.
ლენტს საზეიმო ვითარებაში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად გაჭრის. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. დაგეგმილია ბენდ "ჰელოუს" კონცერტი. დაარიგებენ სიმბოლურ საჩუქრებს – მაისურებს, კეპებს და კალმებს.
გაიჭრება საზეიმო ტორტი.
გახსნას რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი პირები დაესწრებიან.
| Print |