კურორტ აბასთუმნის მოსახლეობა დილიდან ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
"ენერგო–პრო ჯორჯიაში" მიზეზად ფიდერის ავარიულ გათიშვას ასახელებენ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ სპეციალისტები დაზიანების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
კომპანიაში ვერ ასახელებენ, როდის აღდგენა ელექტროენერგიის მიწოდება.