საზოგადოება
ახალციხეში ტემპერატურა +21 გრადუსამდე დაიკლებს
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 ივლისიდან საქართველოში ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი.

15-16 ივლისს წვიმის ინტენსივობა მოიმატებს და ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია სეტყვა მოვიდეს.

რაც შეეხება ახალციხეს - მომდევნო დღეების განმავლობაში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ხოლო ტემპერატურა +21 გრადუსამდე დაიკლებს.

სინოპტიკოსები ინფორმაციით, საქართველოს ცალკეულ ტერიტორიაზე შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები, როგორიცაა - წყალმოვარდნა, მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების გააქტიურება, მდინარეებსა და მშრალ ხეობებში წყლის დონის მკვეთრი და უეცარი მომატება.


| Print |