საზოგადოება
ახალციხეში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს, 11:30-დან 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 750 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 17:00 საათამდე 1 272 აბონენტს ბორჯომში ვაშლოვანის, აღმაშენებლის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ბაკურიანში, ახალდაბასა და მიმდებარე სოფლებში.

16:30-დან 18:30 საათამდე 1 696 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, აგარა, ურაველი, წყორძა, ხეოთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |