საზოგადოება
სამი დღის განმავლობაში წვიამიანი ამინდია მოსალოდნელი
22 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში აცხადებენ, რომ 18 – 19 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +34 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – +37 გრადუსი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 - 19 ივლისს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +33 +35 გრადუსი იქნება.
| Print |