საზოგადოება
ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენსა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს, 07:00-დან 08:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 773 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, მზეთამზე, წაღვერი, ლიბანი და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 18:30 საათამდე 1 049 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში კახარეთი, ჩორჩანი და მიმდებარედ, აგრეთვე ადიგენში ზაზაშვილის, ერისთავის, მესხეთის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 17:00 საათამდე 297 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში დაბა, სადგერი, პატარა მიტარბი და ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე.

13:00-დან 14:00 საათამდე 3 573 აბონენტს ახალქალაქში თუმანიანის, მაშტოცის, მიასნიკიანის, რუსთაველის, მიკოიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

13:00-დან 16:00 საათამდე 808 აბონენტს ახალციხეში ხმალაძის, გურამიშვილის, აბასთუმანის, მიქუტიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |