საზოგადოება
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა საქართველოს მდინარეების ადიდება გამოიწვიოს

20-დან 23 ივლისამდე მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.




გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-დან 23 ივლისამდე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება და მდინარეებზე წყლის დონის მატება. ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

ამ პერიოდში საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

 

| Print |
თეგები: წყლდიდობა /