საზოგადოება
ავარია ბორჯომში მსხვერპლით დასრულდა
ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის ბიჭი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის KIA-ს მარკის ავტომობილს მართავდა, მოძრაობის საპირისპირო

ზოლში გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |