ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივლისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 13 აბონენტს ბორჯომში მესხეთის ქუჩაზე.
11:30-დან 18:00 საათამდე 1 236 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში სვირი, ბოგა, მიქელწმინდა და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 18:00 საათამდე 1 668 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, ზაზალო და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 19:00 საათამდე 1 699 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, რუსთავი, ოშორა, ღობიეთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში ვარძიის, ბესიკის, სულხან-საბას, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.