საზოგადოება
"ტალიტა კუმის" წევრებმა და ბენარელმა მოსწავლეებმა, ღონისძიება გამართეს
სოფელ ბენარის სკოლის მოსწავლეებმა და შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა, ინტეგრირებული ღონისძიება გამართეს. 

"ტალიტა კუმის" წევრებმა და სამოქალაქო კლუბ "ფესვების" წევრებმა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს.

პარალელურად, ერთობლივი კონცერტიც გამართეს.

ორგანიზატორების თქმით, შეხვედრის მიზანი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებაა.

ღონისძიება სამოქალქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოში ph-international–ი, სამცხე–ჯავახეთში კი საზოგადოება "ბილიკი" ახორციელებს.

პროექტი დაფინანსებულია USAID–ის მიერ.

| Print |