საზოგადოება
ახალციხესა და ადიგენში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 აგვისტოს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 971 აბონენტს ადიგენში ზაზაშვილის, რუთაველის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ადიგენის რაიონის სოფელბში ყარათუბანი, იჯარეთი, გორგული და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე 377 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფელბში ანდრიაწმინდა, საფარა, სვირი, ტატანისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |