საზოგადოება
NDI ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვას ახალციხეში მართავს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: შ. რუსთაველის ქ. #122ა, II კორპუსი) საჯარო განხილვას მართავს.

შეხვედრას მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიება ფოკუსირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთაზე.

შეხვედრის პირველ ნაწილში მომხსენებლები გურამ მელიქიძე – ახალციხის მერის პირველი მოადგილე, გელა ნოზაძე – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მარინა კუპატაძე – „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ დირექტორი და მაია იველაშვილი –ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ხელმძღვანელი, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დანერგილ მექანიზმებს განიხილავენ.

პანელის მოდერატორია NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის კოორდინატორი, თამარ გზირიშვილი.

შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთასა და განხილვას ეთმობა. აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანზიაციები ფოკუს ჯგუფის კვლევას ჩაატარებენ.

NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში პირველად მართავს ერთიან შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც დაინტერესებულ მხარეებს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთისა და შემდგომ მათზე მუშაობის საშუალება ეძლევათ.

აღნიშნული პროგრამის მიზანია მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულ ღონისძიებას NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მიერ.
| Print |