საზოგადოება
ბორჯომელ ნიკოლოზ გუმბერიძეს 112-ის გმირის წოდება მიენიჭა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში „112-ის გმირი ბავშვების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გმირის წოდება მიენიჭათ ირაკლი მეტრეველს, ლიზი დარსალიას, ლიზი ლეჟავას და ნიკოლოზ გუმბერიძეს. ეს უკანასკნელი ბორჯომელია, რომელმაც 112-ში უცნობი ქალის დასახმარებლად დარეკა.


"112-ის გმირის" წოდება მოზარდებს წელს უკვე მესამედ მიანიჭათ.


ასევე, იმ 8 ბავშვს რომლებმაც ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს, მადლობის სიგელები გადასცა.


პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც უმაღლესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოჩინა და კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში.

ნიკოლოზის მიერ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში განხორციელებული ზარის ჩანაწერს, 112 ავრცელებს.

| Print |