საზოგადოება
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობაზე იმსჯელეს
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ახალციხეში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთაზე შეხვედრა გამართა.
საჯარო განხილვას მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარომადგენლებმა საზოგადოების დაბალ აქტივობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა და მედიამ კი მოსახლეობის პასიურობის მიზეზებზე ისაუბრეს.

შეხვედრის პირველ ნაწილში ახალციხის მერის მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ და "მეცხრე არხის" დირექტორებმა მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დანერგილი მექანიზმები განიხილეს.

შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთასა და განხილვას დაეთმო.

NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში პირველად გამართა ერთიანი შეხვედრა თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც დაინტერესებულ მხარეებს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოკვეთისა და შემდგომ მათზე მუშაობის საშუალება ეძლევათ.

აღნიშნული პროგრამის მიზანია მხარეების ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულ ღონისძიებას NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც NED–ის მიერ არის დაფინანსებული.

| Print |