საზოგადოება
ბორჯომის და ნინოწმინდის სოფლებში დენი გაითიშება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 აგვისტოს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 912 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 16:00 საათამდე 713 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში საკირე, ტაძრისი, ციხისჯვარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |