საზოგადოება
გმირები, რომლებიც აგვისტოს ომში სამცხე–ჯავახეთიდან დაიღუპნენ
საქართველო აგვისტოს ომის მეათე წლისთავს აღნიშნავს.

ქვეყანაში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

სამცხე–ჯავახეთიდან აგვისტოს ომში ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

სამი ადიგენის, ერთი ახალციხის, ერთი ასპინძის და ერთი ახალქალაქის მცხოვრები: ანზორ გელდიაშვილი, ტარიელ ქამაშიძე, ალექსანდრე ზაზაშვილი, არტემ ბალახაშვილი, დევი ჩადუნელი და თამაზ მელიქიძე.
| Print |