საზოგადოება
აგვისტოს ომის გმირები ადიგენიდან
ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს.

მემორიალი ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

ადიგენის თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა რევაზიმ გმირებს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა.

2008 წელს რუსეთ- საქართველოს ომში გარდაცვლილი სამი გმირის სახელი მინიჭებული აქვს დაბა ადიგენის ქუჩებს.



წყარო: ადიგენის მერია
| Print |