საზოგადოება
ასპინძის ქუჩასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკი ისევ გადაკეტილია
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველისა და ასპინძის ქუჩების დამაკავშირებელი გზა ამ დრომდე გადაკეტილია.

რუსული სკოლის მიმდებარედ, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ნდს მშენებლობამ" კიბეების მოწყობის სამუშაოები 2018 წლის მაისში დაიწყო. მაშინ ახალციხის მერიაში ამბობდნენ, რომ მოკლე გზა, რომლითაც სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივები სარგებლობდნენ, 1 თვეში გაიხსნებოდა. თუმცა ამ მონაკვეთზე მოძრაობა სამი თვის შემდეგაც არ აღმდგარა.

თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ კიბეების დემონტაჟის დროს, კედელთან გრუნტის წყლები აღმოჩნდა და სამუშოების დასრულება ამის გამო გაჭიანურდა. კიბეებზე გადაადგილება პროექტის დასრულების შემდეგ – სექტემბერში იქნება შესაძლებელი.

შპს "ნდს მშენებლობამ" კიბეების გარდა, კოლექტორი და საფეხმავლო ბილიკი უნდა მოაწყოს. ამისთვის 611 111 ლარია გამოყოფილი.
| Print |