საზოგადოება
ცოტნე დადიანის ხსენების დღე აღნიშნეს ასპინძაში
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში, კოხტას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტნე დადიანის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

12 აგვისტოს, საქართველო დიდგორობას და ქართველი წმინდანის ცოტნე დადიანის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ზაქარიამ პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, ა(ა)იპ ,,ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება - კულტურის ცენტრში შემავალ ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,წუნდა"-მ და ქალთა ანსამბლმა ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულეს. საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს.

| Print |