"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს, 11:30-დან 13:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 239 აბონენტს ახალციხეში რუსთაველის, გიორგი ბრწყინვალის, 9 აპრილის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:30-დან 19:00 საათამდე 1 245 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, იდუმალა, ოშორა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში გურამიშვილის, ბესიკის, 9 აპრილის, სულხან-საბას და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-17:00 საათამდე 148 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.