საზოგადოება
ინტერნატი თუ მიმნდობი ოჯახი?!
ასპინძის მკვიდრი ირმა გიორგაძე მეშვიდე წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორ პირს ზრდის. მინდობით აღზრდის პროგრამით მის 14 წლის შვილთან ერთად ოჯახურ გარემოში 16 და 17 წლის მოზარდები ცხოვრობენ.

ირმა ამბობს, რომ გოგონები დროთა განმავლობაში უფრო კონტაქტურები და თბილები გახდნენ.

,,2011 წელს როცა სამსახურის გარეშე დავრჩი, სოციალური მუშაკებისგან გავიგე, რომ მიმღებ ოჯახად დარეგისტრირება შემეძლო. ასეც მოვიქეცი და შესაბამისი ტრენინგები გავიარე თემაზე, თუ როგორ უნდა დავხვედროდი ბავშვებს. შეჩვევის პროცესი ადვილი არ ყოფილა. ექვსი თვე დამჭირდა, რომ ერთი ოჯახი გავმხდარიყავით. ყველა გაკვირვებული იყო პატარების ცვლილებით. შშმ ბავშვებს ვზრდი და მათი მოვლა უფრო რთული და საპასუხისმგებლოა“ – აცხადებს ირმა გიორგაძე.

2011 წლამდე იგი ინტერნატში მუშაობდა, სადაც მზრუნველობამოკლებული და ობოლი ბავშვები იზრდებოდნენ. ირმა ბავშვთა სახლში ჯერ დიასახლისი, ხოლო შემდეგ ქვილთზე (პატარა ნაჭრებით შეკერილი) მუშაობის წრის ხელმძღვანელი იყო. მიაჩნია, რომ ინტერნატში გაზრდილი ბავშვებისგან განსხვავებით მიმნდობ ოჯახებში მცხოვრები მოზარდები სრულფასოვან პიროვნებებად ყალიბდებიან. ინტერნატის ყოფილ აღსაზრდელებთან დღემდე ურთიერთობს, თუმცა ფიქრობს, რომ პატარებს ოჯახური გარემო ყოველთვის ენატრებოდათ.

,,მქონდა ჩემი სამუშაო ოთახი, საკერავი მანქანები, სადაც ბავშვებთან ერთად ბევრ საინტერესო ნამუშევარს ვქმნიდი. ძირითადად ქვილთს ვკერავდით. კარგი საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, პატარებს ინტერნატში ცხოვრება მაინც უჭირდათ. მიუხედავად იმისა რომ წლების განმავლობაში იქ ვმუშაობდი, ინტერნატების არსებობა ჩემთვის მაინც გაუმართლებელია. პიროვნულ ჩამოყალიბებაში ინტერნატი ბავშვებს ვერ ეხმარება“ – აღნიშნავს ირმა გიორგაძე.



ნინო (სახელი შეცვლილია) ერთერთი მათგანია, რომელიც ირმა გიორგაძესთან დღემდე კონტაქტობს. ბევრის მსგავსად ისიც ასპინძის ინტერნატის ყოფილი აღსაზრდელია. მის სოფელში სკოლა არ იყო, რის გამოც თავის და–ძმასთან ერთად ასპინძის ბავშვთა სახლში ცხოვრობდა. გატარებულ წლებს დაკარგულად არ თვლის და ამბობს, რომ ინტერნატში ცხოვრებით მან დამოუკიდებლობა ისწავლა.

,,ინტერნატში არა მხოლოდ ობოლი ბავშვები, არამედ გაჭირვებული ოჯახის შვილები და სოფლიდან სკოლის გამო ჩამოსული ბავშვებიც ვცხოვრობდით. ჩემს სოფელში სკოლა არ იყო და საშუალო განათლების მისაღებად ასპინძაში ჩამოსვლა მომიწია. ოჯახის გარეშე ძალიან მიჭირდა, თუმცა ტკივილთან ერთად დამოუკიდებელ ცხოვრებას მივეჩვიე. ინტერნატში მე ცოტახანს, ჩემ და-ძმას კი დიდხანს მოუწია ცხოვრება. ყველაფრის მიუხედავად, მაინც დადებითად მახსენდება იქ გატარებული წლები“– ამბობს ,,მეცხრე არხთან“ ყოფილი აღსაზრდელი.

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული და ობოლი ბავშვები ასპინძის ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ. შემცირებულის აღსაზრდელებისა და სახელმწიფოს შეცვლილი პრიორიტეტების გამო ასპინძის ბავშვთა სახლი 2011 წელს გაუქმდა. ასპინძის ბავშვთა სახლი ყოველწლიურად 75–დან 95 აღსაზრდელს უშვებდა.

სახლის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ აღსაზრდელებს რეგიონის მასშტაბით იღებდნენ და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავდნენ. დარეჯან ზღუდაძე საქმიანობის შედეგად მიღებულ ჯილდოს უწოდებს იმ ფაქტს, როცა ყოფილი აღსაზრდელებისგან ახალი წლის, დედის დღის ან დაბადების დღისადმი მიძღვნილ მილოცვებს დღემდე იღებს. მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ ოჯახური სითბოს, განათლებისა და კარგი აღზრდის მიღება მოზარდებს მინდობით ოჯახებში უკეთესად შეუძლიათ.

,,სამცხე–ჯავახეთში ერთადერთი ბავშვთა სახლი იყო, რომელიც რეგიონს ემსახურებოდა. სკოლებში ინკლუზიური განათლების დაშვების შემდეგ წილობრივი მონაწილეობით ასპინძის ბავშვთა სახლი უკვე შშმ პირებსაც იღებდა. ევროპული გამოცდილების მიხედვით, განხორციელებული რეფორმების შემდეგ პრიორიტეტი მინდობით აღზრდას მიენიჭა. ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც ტრენინგის გავლის შემდეგ სახელმწიფოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ“ – აცხადებს დარეჯან ზღუდაძე.

2000 წლიდან ქვეყნის პრიორიტეტები ბავშვთა აღზრდის შესახებ შეიცვალა. ქვეყანა ოჯახური ტიპის დაწესებულების მოდელზე გადავიდა, სადაც ბავშვთა რაოდენობა ათს არ აღემატება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მეცხრე არხისთვის გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ ,,სააგენტო სრულად ზრუნავს აღსაზრდელების კვებაზე, ჯანმრთელობაზე, ჰიგიენურ პირობებზე, განათლებასა და სხვა. სააგენტოს ოჯახური დაწესებულება სამცხე-ჯავახეთში დღეისათვის არ აქვს, რადგან მიმღები ოჯახები რეგიონში მრავლად დაფიქსირდა“.

გაუქმებული ბავშვთა სახლების შემდეგ, მიმნდობ ოჯახებში მყოფი მოზარდებისთვის სპეციალური დღის ცენტრები შეიქმნა. ერთერთი ასეთი ცენტრი ასპინძის სარაგბო ბაზაზე ფუნქციონირებს. ცენტრში 12 ბენეფიციარიდან ნაწილი შშმ პირია. დღის ცენტრის ერთერთი თანამშრომელი, სოციალური მუშაკია. ქეთევან მამუკაშვილია ამბობს, რომ მოზარდები ხატავენ, თექასა და თიხაზე მუშაობენ, ზოგად განათლებას იღებენ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეა“–სთან თანამშრომლობენ, რომელიც ძირითადად შშმ პირებთან მუშაობს და პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებს საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ახორციელებს. ქეთევან მამუკაშვილი მინდობითი აღზრდის დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას.

,,პრაქტიკაში გვაქვს ფაქტი, როდესაც ბავშვთა სახლიდან გადმოსულმა აღსაზრდელმა საუბარი მხოლოდ ოჯახურ გარემოში დაიწყო. ბავშვთა სახლებში ყურადღებას თანაბრად ვერ უნაწილებენ აღსაზრდელებს, ამიტომ სჯობს მინდობითი აღზრდის პროგრამა. მაგრამ ცუდია, რომ 18 წლის შემდეგ ამ ბავშვებს ოჯახების დატოვება უწევთ. ფაქტობრივად, ისინი მარტო რჩებიან. დღის ცენტრში მიმნდობ ოჯახში მცხოვრები ჯანმრთელი და შშმ ბავშვები ერთად მუშაობენ. ინტეგრირებული ჯგუფი იმდენად კარგია, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები მეტად ვითარდებიან ჯანმრთელ ბავშვებთან ურთიერთობისას“ – განმარტავს ქეთევან მამუკაშვილი.




დეინსტიტუციონალიზაცია, ანუ დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებზე გადასვლა 2000 წლიდან დაიწყო. პროგრამის დასაწყისში 47 დიდი ზომის ბავშვთა სახლი ფუნქციონირებდა, პროცესი დღემდე გრძელდება და ამ დროისათვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ორი – კოჯრის შშმ და ჩვილ ბავშვთა სახლია.

სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, ,,ნინოწმინდაში ფუნქციონირებს ბავშვთა თავშესაფარი, რომელიც საპატრიარქოს მართვის, ზედამხედველობისა და მეურვეობის ქვეშაა, სააგენტო ამ დაწესებულების ბენეფიციარებს სწავლობს და აფასებს. ვმუშაობთ ამ ბავშვებზეც, რომ მათი უპირვლესად ბიოლოგიურ ოჯახში ან სხვა ალტერნატიულ ზრუნვის ფორმაში გადაყვანა მოხდეს“.

რეგიონის მასშტაბით მინდობით აღზრდაში გაყვანილია 105 ბავშვი მათ შორის ახალციხეში – 40, ბორჯომში – 30, ასპინძაში – 15 და ადიგენში – 20. სააგენტოს ინფორმაციით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მინდობით ზრუნვაში გაყვანის შემთხვევები არ ფიქსირდება.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 7 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
ასპინძა 10 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 13 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 8 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 6 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.com hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbet girişsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobethttps://twitter.com/cratossroyalbetgrandpashamobilbahis