საზოგადოება
უახლოეს დღეებში ნალექია მოსალოდნელი
20-23 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20-დან 23 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო რაიონებს, ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

ახალციხეში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |