საზოგადოება
ქერქიჭამიამ ყველაზე მეტი ზიანი ბორჯომის ხეობას მიაყენა
სამცხე-ჯავახეთში წიწვოვან კორომებში გავრცელებული მავნებელი მწერის – მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ეროვნული სატყეო სააგენტო ღონისძიებებს აგრძელებს.

ამ დროისთვის 2000 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერია განთავსებული.

უწყების ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის ინტენსივობა შემცირებულია.

წიწვოვანი კორომების მასიური ხმობა სამცხე-ჯავახეთში 2011 წლისთვის გამოვლინდა.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკვე მე-5 წელია მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს, სანიტარიული ჭრებისა და ფერომონიანი მწერსაჭერის გამოყენებით ახორციელებს.

ამ ეტაპზე, მავნე მწერის ინტენსიურად გავრცელების კერებში განთავსებული ფერომონიანი მწერსაჭერების მორიგი მონიტორინგი მიმდინარეობს.

ფერომონების შემოწმება და დაჭერილი ხოჭოების განადგურება 10 დღეში ერთხელ ხდება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ენტომოლოგები ტყეების სანიტარულ მდოგმარეობაზე დაკვირვებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

შეფასებაზე დაყრდნობით იგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus) საქართველოში პირველად 1952 წელს გამოჩნდა.

ყველაზე დიდი ზიანი მავნებელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, ბორჯომის ხეობას მიაყენა.


| Print |