საზოგადოება
ახალციხეში უმეტესად წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი
22 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი, წვიამიანი ამინდია მოსალოდნელი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, დროგამოშვებით წვიმა, ელჭექით ძირითადად მოსალოდნელია საღამოსა და ღამის საათებში, მათ შორის ახალციხეში. 

დღისით მზიანი ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია სეტყვაც.

22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 26–31 გრადუსი, თბილისში – 28–30 გრადუსი.

ახალციხეში კი, ჰაერის ტემპერატურა 15 –24 გრადუსის ფარგლებში იქნება.
| Print |