საზოგადოება
ახალციხეში, ადიგენში, ახალქალაქსა და ბაკურიანში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 981 აბონენტს ახალციხეში რუსთაველის და 9 აპრილის ქუჩებზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურაველი, მუსხი, ჭაჭარაქი, მინაძე და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე 1 566 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვარხანი, ბოლაჯური, აბასთუმანი, ქვემო ენთელი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 15:00 საათამდე 921 აბონენტს აბასთუმანში.

11:00-დან 16:00 საათამდე 240 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში გოგაშენი, აზმანა, აფნია, ქარცები, ოკამი.

11:00-დან 16:00 საათამდე 1 113 აბონენტს სოფლებში იხტილა, მერენია, კოჩიო, ალათუმანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე 1 255 აბონენტს დაბა ბაკურიანში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |