საზოგადოება
ასპინძაში სოფლები დაისეტყვა
ძლიერი სეტყვა იყო ასპინძის მუნიციპალიტეტში. სტიქიამ სარო, ნიჯგორი და ხიზაბავრა დააზარალა.

,,ძლიერი სეტყვა იყო, ხიზაბავრიდან წამოვიდა და საროს და ნიჯგორს გადაუარა. ხეხილი რაც იყო ხეზე შერჩენილი სულ დაზიანდა, გზებზე თოვლივით იდო" – აცხადებენ ადგილობრივები.

სტიქიისა და მიყენებული ზარალის შესახებ იციან ასპინძის მერიაში. მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია სოფლებში მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

| Print |