საზოგადოება
დაპირისპირება ბორჯომში
ბორჯომის ცენტრში, გარემოვაჭრეებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.

ქალაქში, გარევაჭრობა აკრძალულია. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიას ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებენ.

აღნიშნული საფუძვლით დაპირისპირება ბორჯომში უკვე ჩვეულებად იქცა,გარემოვაჭრეები ქალაქის ტერიტორიაზე ვაჭრობას იწყებენ,შემდეგ პოლიცია და მერიის წარმომადგენლები მიდიან და ადგილს ათავისუფლებენ, პოლიციის წარმომადგენლების წასვლის შემდეგ გარევაჭრობა ისევ გრძელდება.

დაპირისპირების მეორე კერა, ბაზარში მყოფ მოვაჭრეებსა და გარემოვაჭრეებს შორის წარმოიშვა. ყველაზე ხშირად პოლიციას გარევაჭრობის აღსაკვეთად სწორედ ბაზარში მყოფი მოვაჭრეები მიმართავენ.მათი განცხადებით გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს და ყველა მოვაჭრე ბაზრის ტერიტორიაზე განთავსდეს.

ინციდენტის გამო დღეს ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

გარემოვაჭრეები ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღებ ჯგუფსაც აგრესიით შეხვდნენ.

რა მოთხოვნები აქვთ გარემოვაჭრეებს და რას პასუხობს მათ სავაჭრო ფართის მფლობელი, ნახეთ სიუჟეტში.
| Print |