საზოგადოება
"სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" – სამოქალაქო კვირეულს ახალციხე შეუერთდა
საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში შედგა, რომელიც 7-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 10 რეგიონში იმართება.

დისკუსიას ადგილობრივი მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

შეხვედრისას ყურადრება ავტოავარიების საგანგაშო სტატისტიკაზე, საქართველოს მთავარ გამოწვევებსა და ევროპის ქვეყნების მაგალითებზე გამახვილდა.

შემდეგი შეხვედრა ახალციხეში ტაქსის და სამგზავრო ტრანსპორტის მძღოლებთან გაიმართება.

სამოქალაქო კვირეულის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების და განათლების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების მიმართ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

კამპანია 22 სექტემბერს შეუერთდება ღონისძიებას "დღე ავტომობილების გარეშე".

კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი ახორციელებს. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტი.

| Print |