საზოგადოება
სამცხე–ჯავახეთში 9 700–მდე აბონენტს დენი გაეთიშება (R)
ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში, "ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს, 10:30-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 892 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში ვარხანი, აბასთუმანი, საღრძე, ღორძე და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ადიგენში.

10:30-დან 18:30 საათამდე 1 808 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში მინაძე, ანდრიაწმინდა, წყორძა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:30 საათამდე 1 196 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, თორია, ყაურმა და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 16:00 საათამდე 4 777 აბონენტს ბორჯომში ნინოშვილის, თამარ მეფის, შანიძის, ხანძთელის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წაღვერში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |