საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი მცხეთიდან აღმოსავლეთით სოფელ ნორიოში იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიწისძვრით მიყენებული ზარალის შესახებ უწყებაში შეტყობინება არ შესულა.

დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში დღეს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

ამასთან, საქართველოში 2.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 17 სექტემბერსაც მოხდა, რომლის ეპიცენტრი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, სოფელ პატარა ლილოსთან დაფიქსირდა.


| Print |