ახალციხეში დასაქმების ფესტივალი გაიმართება
21 სექტემბერს, პარასკევს,13:00 სთ-ზე ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი ,,ახალციხე ჯობს“ ჩატარდება.
ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოსუნივერსიტეტისა და USAID-ისპროექტის ,,ზრდის" მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.
ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ,,კრეატიული განვითარების ცენტრი“.
,,ახალციხეჯობსის“ ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება 13:00სთ-ზეახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე და გაგრძელდება 15:00 სთ-მდე.
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.