საზოგადოება
ახალციხეში დასაქმების ფესტივალი გაიმართება
21 სექტემბერს, პარასკევს,13:00 სთ-ზე ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი ,,ახალციხე ჯობს“ ჩატარდება.

ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოსუნივერსიტეტისა და USAID-ისპროექტის ,,ზრდის" მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ,,კრეატიული განვითარების ცენტრი“.  

,,ახალციხეჯობსის“ ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.  ღონისძიება 13:00სთ-ზეახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე და გაგრძელდება 15:00 სთ-მდე.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

| Print |