საზოგადოება
2 წლით მიტოვებული სამუშაოები და მოუწყობელი ტროტუარები ბორჯომში
ბორჯომში გამსახურდიას ქუჩაზე უკვე მეორე წელია ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილება უჭირთ,მიზეზი კი მოუწყობელი ტროტუარებია.

სამუშაოების მწარმოებელ კომპანია შპს "უნივერსალს" გამსახურდიას ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა 2017 წლის 29 აგვისტოს უნდა დაესრულებინა,თუმცა სამუშაოების ნაწილი შეასრულა და ობიექტი მიატოვა.

აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივების გარდა მოუწყობელ ტროტუარებს რიგითი ბორჯომელებიც აპროტესტებენ, მათი განცხადებით ეს ცენტრალური ქუჩაა, რომლითაც ხშირად სარგებლობენ, ტროტუარების არარსებობა კი მათ საფრთხეს და დამატებით დისკომფორტს უქმნით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს,რომ შპს ,,უნივერსალთან" სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ტროტუარების დარჩენილი ნაწილის მოსაწყობად კი მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

მერის მოადგილეს სამუშოების დაწყების კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტროტუარების პრობლემა მიმდინარე წლის ბოლომდე მოგვარდეს.

საკითხის გარკვევის მიზნით, ტელეკომპანია ,,ბორჯომმა"  სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან გასაუბრება სცადა, თუმცა შპს "უნივერსალის" დირექტორს თეიმურაზ დობორჯგინიძეს ვერ დაუკავშირდა.

| Print |