საზოგადოება
ახალციხეში დასაქმების ფესტივალი ჩატარდა
ახალციხის ციხემ დასაქმების ფესტივალს "ახალციხე ჯობს" უმასპინძლა.
11–მა კომპანიამ სამსახურის მაძიებელთათვის, 50–მდე ვაკანსია წარმოადგინა.

ფესტივალის მონაწილეები, სასურველი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრნენ და ვაკანტურ ადგილზე, ანკეტა შეავსეს.

"კრეატიული განვითარების ცენტრმა" წარმატების კუთხე მოაწყო, სადაც დასაქმების, დროის მართვისა და კარიერული წინსვლის შესახებ, ვორქშოფი ჩაატარა.

რეგიონული ფესტივალი "ახალციხე ჯობს" პროექტ "ჩვენ გეძებთ თქვენ" ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტისა და პროექტ "ზრდას" მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებაა. ღონისძიების ორგანიზატორი studentsjob.ge და HR hub-ია.

| Print |