საზოგადოება
სცენარისტი ქეთი დევდარიანი ახალციხეში ახალგაზრდებს შეხვდა
რუსულ პროპაგანდასა და ანტიდასავლურ ნარატივებზე იმსჯელეს ახალციხეში. სცენარისტი ქეთი დევდარიანი 40-მდე უფროსკლასელსა და სტუდენტს შეხვდა.

დევდარიანის თქმით, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მთავარი იარაღი, განათლება ფა პრორუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, სანდო წყაროებთან გადამოწმებაა.

საჯარო ლექციის მიზანია, რომ ახალგაზრდებმა დეზინფორმაციის და ნამდვილი ამბის გარჩევა ისწავლონ.

ქეთი დევდარიანთან შეხვედრის იდეა "დემოკრატ მესხთა კავშირს" ეკუთვნის. არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო ლექციების გამართვას სისტემატურად აპირებს.

| Print |