საზოგადოება
ბოლო დღეს მისული გაფრთხილება და უსასრულო რიგი ახალციხის იუსტიციის სახლში
ახალციხის იუსტიციის სახლში, დაახლოებით 16 საათიდან ხალხმრავლობა დაიწყო. ინდ.მეწარმეებმა და შპს–ს წარმომადგენლებმა, პარასკევს,


სამუშაო დღის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგეს, რომ იურიდიული პირების მონაცემთა ბაზის განახლება 1–ლ ოქტომბრამდე აუცილებელი იყო.

შესაბამისად, 28 სექტემბერი, ბოლო სამუშო დღეს აღმოჩნდა, როცა მოსახლეობას მონაცემთა განახლება შეეძლო. მომხმარებელთა ინფორმაციით, ვინც ვერ მოასწრებდა საიდენტიფიკაცოო კოდის განახლებას, ორშაბათიდან მისი ორგანიზაცია დაჯარიმდებოდა.

დღის ბოლოს, უეცრად მიღებული ინფორმაციის გამო, მიუხედავად სამუშო საათების დასრულებისა, 200–ზე მეტი ადამიანი თავის რიგს ელოდებოდა. მეწარმეები ინფორმაციის უქონლობის გამო ჩივიან.

ადგილზე მისულ ,,მეცხრე არხის" გადამღებ ჯგუფს განუმარტეს, რომ ინფორმაცია მხოლოდ ბოლო დღეს, თბილისიდან პირად მობილურზე შესული ზარის შედეგად მიიღეს, ხოლო უმრავლესობისთვის მეგობრებისგან და ნაცნობებისგან გახდა აღნიშნულის შესახებ ცნობილი.

ახალციხის იუსტიციის სახლს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, შესაბამისად მეცხრე არხისა და მეწარმეებისთვის ზუსტი ინფორმაციის გაცემა ადგილზე ვერავინ შეძლო.

თბილისის იუსტიციის სახლის მსგავსად, მომხმარებლებს ახალციხეშიც განუცხადეს, რომ ტაქსების ლიცენზირებისა და სამეწარმეო პირების რეგისტრაციის გამო, იუსტიციის სახლი დღეს უკანასკნელ მომხმარებლამდე იმუშავებდა. 


| Print |