საზოგადოება
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი დასკვნის გაყალბებაზე საუბრობს
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული სამტრედიაში მცხოვრები ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს.

შვილმკვდარი მამა ამტკიცებს, რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა იმის გამო გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ.

რუსთავი2–ის ინფორმაციით, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გადაკეტვას, მესამე ქვეით ბრიგადასთან აქციების გამართვას და სამტრედიის მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩაშლას აანონსებს.

„ვთხოვ ბატონ იზორიას, ერთი კვირის ვადაში ჩემი შვილის საქმე განიხილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ ავტომაგისტრალის გადაკეტვას და შიმშილობას დავიწყებთ მესამე ბატალიონის წინ.  პრეზიდენტის არჩევნები ახლოვდება და არჩევნები არ ჩატარდება სამტრედიის რაიონში საერთოდ,“ - ამბობს მირზა ჩაჩუას მამა, გია ჩაჩუა.
| Print |