საზოგადოება
"მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება" – ახალციხის მერი ნახევრად მოასფალტებული ეზოს საკითხს ეხმაურება
ახალციხის მერიის გადაწყვეტილება, რომ ხანძთელის #32–ში, კორპუსის ეზოს ნახევარი მოასფალტდეს, განმარტა მუნიციპალიტეტის მერმა.

საკითხზე ხელისუფლების კომენტარის მოპოვება, სიუჟეტის მომზადებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოხერხდა.

ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ეზოს ეს ნაწილი შედარებით დაბალია, ამიტომ ასფალტის დაგებით, მოსახლეობას დატბორვის საფრთხე შეექმნებოდა. მისი განმარტებით, 2019 წელს კორპუსის გვერდით სანიაღვრე არხი მოეწყობა, რაც დატბორვის საშიშროებას მოხსნის. სანიაღვრესთან ერთად დარჩენილი ეზოც და გზაც მოწესრიგდება.

კორპუსის მაცხოვრებლებს საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობაც აწუხებთ. ადგილობრივები პრობლემებს საკუთარი ძალებით უმკლავდებიან.

მას შემდეგ, რაც ხანძთელის #32–ში არსებული მდგომარეობით "მე–9 არხი" დაინტერესდა, "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენლებმა კოლექტორები შეამოწმეს.

რეგიონის ფილიალის მენეჯერი ამბობს, რომ კანალიზაციის პრობლემა არა ცენტრალური სისტემის, არამედ კერძო მილების ბრალია.

| Print |
თეგები: ხანძთელის 32 /