საზოგადოება
ბაკურიანში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
დაბა ბაკურიანში წერეთლის ქუჩაზე გზისა და გადასასვლელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი სამანქანო გზა ცენტრალურ ქუჩას დაუკავშირდება და აქ გადაადგილებას ავტომანქანები მიმდინარე წელსვე შეძლებენ.

როგორც ტელეკომპანია ,,ბორჯომს" მერის წარმომადგენელმა გოჩა გობრონიძემ განუცხდა, სათადარიგო გზა, ბაკურიანის ცენტრს, ავტომანქანების დიდი ნაკადისგან განტვირთავს.

| Print |