საზოგადოება
ახალციხის და ახალქალაქის სოფლებში, დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 430 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში ურაველი, მუსხი, ჭაჭარაქი, მინაძე და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე 158 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხორენია და ხოსპიო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |