საზოგადოება
სამცხე–ჯავახეთში 15 000–მდე აბონენტს დენი გაეთიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ოქტომბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 194 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, გომარო, დერცელი, ფლატე, ღორთუბანი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:30 საათამდე 5 899 აბონენტს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ორჯა, კორხი, კოჩიო, ხანჩალი, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში. აგრეთვე ახალქალაქში თუმანიანის, მაშტოცის, მიასნიკიანის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 18:30 საათამდე 7 627 აბონენტს ახალციხეში და ახალციხის რაიონის სოფლებში.

13:00-დან 14:00 საათამდე 62 აბონენტს ასპინძაში ვარძიის, ყაზბეგის, ჩიხორიშის, ხვილიშის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |