საზოგადოება
საქართველოში თოვლს, წვიმასა და ქარს პროგნოზირებენ
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში საუბრობენ.

5 ოქტომბერს, ღამით, საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლია მოსალოდნელი. დღეს, მთელი დღე იქნება ძლიერი ქარი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი.

სინოპრიკოსები 5 ოქტომბრიდან ტემპერატურის მკვეთრ დაცემას, 15-20 გრადუსამდე ელოდებიან. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დედაქალაქში - 18-20 გრადუსის ფარგლებში.

5 ოქტომბერს ძირითადად ნალექი მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, მაგრამ მალე გამოიდარებს, თუმცა გავრცელდება ცივი ჰაერის მასები მთელ საქართველოში. მაღალმთიან რეგიონებში დაბალი ტემპერატურაც დაფიქსირდება.
თუ სადმე ნალექი შერჩა მაღალ მთაში, შესაძლოა, თოვლის სახით მოვიდეს.

სპეციალისტები 8 ოქტომბრიდან ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.
| Print |