საზოგადოება
ბალანთაში გზის მოასფალტების დასრულებას ითხოვენ
ბალანთაში გზის რეაბილიტაციის ხარისხს იწუნებენ და მის მოასფალტებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სოფლის შიდა გზები მოიხრეშა, რამაც მანქანებით გადაადგილება კიდევ უფრო გაართულა.

როგორც ტელეკომპანია ,,ბორჯომთან",  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ირწმუნება, მომავალი წლის გაზაფხულიდან აღნიშნულ მონაკვეთზე სრულმასშტაბიანი სამუშაოები დაიწყება და ბალანთელებს აღნიშნული პრობლემა მოუგვარდებათ.

| Print |