საზოგადოება
ვის ინტერესებში შედის კანონპროექტის გააქტიურება – კომენტარები სოციალურ ქსელში
მარიხუანის კულტიცავიის შესახებ კანონპროექტის ორი თვით გადავადებას პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები სოციალურ ქსელში საჯაროდ აკრიტიკებენ.

ირაკლი ოქრუაშვილი პირად გვერდზე წერს, რომ

,,2015 წელს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "რაპტორის" აქციებით ვაჭრობისას ივანიშვილმა 800 მილიონი ნაღდი ფული დაკარგა ანუ მისი ქონების 20% და შესაძლოა მისი ფულადი რესურსების 50%–იც. ამაზე ბევრი ეხვეწა ჯერ ამერიკელებს უკან დამობრუნეთო, შემდეგ ჟენევის სასამართლოში ედავა მის ბანკირს, მაგრამ უკან ვერაფერი ამოიღო. მის მორღვეულ ჯიბეს კი, ფაქტია, ვერც სიგარეტის თითო კოლოფიდან ამოღებული 2,5 თეთრი შეავსებს და ვერც ჩვენი ჯიბიდან ლარის გაუფასურებით ამოღებული ფული.

ასე რომ მის ჯიბეს შევსება სჭირდება. რით? მარიხუანით.

ნათლად გამოჩნდა, რომ მარიხუანის კულტივაციის ინიციატორი პირადად ბიძინა ივანიშვილია და ამ საკითხს დღევანდელი ხელისუფლება (მათივე კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ) უყურებს, როგორც დამატებითი ფულის შოვნის საშუალებას. ასევე ნათლად გამოჩნდა რომ მარიხუანის კულტივაციაზე საუბრისას სიტყვას "სამედიცინო მიზნებისთვის" იშვიათად და დროდადრო იყენებენ იმის მიხედვით თუ რამდენად არის საზოგადოებაში პროტესტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მარიხუანის, როგორც ნარკოტიკის გაყიდვას ფიქრობენ.

"წამლის ბარიგებს" ხალხი იმიტომ ვერ იტანს, რომ ისინი წამლის კი არა "სიკვდილის გამყიდველები" არიან. ანუ ჩვენი ქვეყანა მალე "სიკვდილის ექსპორტს" დაიწყებს იმისათვის, რომ ივანიშვილის მორღვეული ჯიბე შეივსოს".


სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობის კედელზე კი გაჩნდა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ციტატა ქადაგებიდან:

"მე მინდა ვთქვა, რომ ნარკოტიკები ძალიან საშიშია... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ განკურნოს ისინი... ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ იმას. ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე. ... რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!"
| Print |