საზოგადოება
ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ასპინძაში, დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2 621 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხანდო, ვარევანი, კორხი, კოჩიო, ორჯა და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 14:00 საათამდე 1 311 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფელბში განძა, ვლადიმიროვკა, ასფარა, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებში.

13:00-დან 15:00 საათამდე 835 აბონენტს ასპინძაში ვარძიის, ჯავახიშვილის, ერისთავის, წერეთლის, შორეთის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |