საზოგადოება
10 ოქტომბერს მეტყევის დღე აღინიშნება
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ, სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე მედიასთან ისაუბრა.

„ამ ადამიანებს პროფესიული მოღვაწეობის შესრულება ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უჯდებათ. დღეს გამოვარჩიეთ რამდენიმე მათგანი და რა თქმა უნდა მათ უკან დგას მათივე კოლეგები, რომელთა შრომაც ფასდაუდებელია,” - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი.

რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.


| Print |