საზოგადოება
ბორჯომს და აბასთუმანს ტყის ახალი მანქანები გადაეცათ
ტყის ორი ახალი მანქანიდან, ერთი ბორჯომში, მეორე კი აბასთუმანში იმუშავებს. დღეიდან მთლიანობაში, 13 ქალაქში განახლდა ავტოპარკი.

დანარჩენი 11 მანქანა ახმეტის, თელავის, თეთრიწყაროს, დუშეთის, კასპის, ხარაგაულის, ლენტეხის, ონის, მესტიის, ჩოხატაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

უახლოეს მომავალში, დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანა ბაკურიანში, ადიგენში, ხაშურში, დმანისში, თიანეთში, ქედასა და შუახევში გადანაწილდება.

ახალი სახანძრო მანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა.

მისი საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.

ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს.

| Print |