საზოგადოება
ახალციხის მერია მიწის ნაკვეთს ყიდის
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, 797 კვ.მ. ფართობის მიწას, ახალციხე–ახალქალაქის გზატკეცილზე ყიდის.

არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, თვითმმართველობა ელექტრონულ აუქციონზე, 19 957 ლარად გაიტანს. აუდიტმა ერთი კვ.მ. ფართობი, 25.04 ლარად შეაფასა.

მიწის გაყიდვას ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. თვითმმართველობაში იმედოვნებენ, რომ აუქციონზე ვაჭრობის შედეგად ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

| Print |