საზოგადოება
დაბაში ნახანძრალი ტყის აღდგენა იწყება
ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის ნახანძრალი ტყის აღდგენას დღეიდან, 12 ოქტომბრიდან იწყებს.

სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავას განმარტებით, პირველ ეტაპზე 250 ჰექტარის აღდგენა და ნახანძრალ ტერიტორიაზე ძირითადად კავკასიური ფიჭვის დარგვა იგეგმება. „ტყის აღდგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთვება, ტყის აღდგენითვის კი პირველ ეტაპზე დაახლოებით 200 000 ლარი დაიხარჯება“.

ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარმა 752 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 525 ძველი ნახანძრალი ტერიტორიაა.

„ბორჯომის ტყესთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეიქმნა კომპეტენტური კომისია, სადაც მეტყევეების გარდა შედიოდნენ ნიადაგმცოდნეები, გეოლოგები, არასამთავრობოები და ა.შ. სპეციალური კომპეტენტური დასკვნის შემდეგ დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დავამთავრეთ რადენიმე დღის წინ”, – ამბობს გვაზავა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივა“–ს წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, ტყის აღდგენის პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტროსთან ინტეგრირებამ და შემდეგ უკვე 2017 წელს გაჩენილმა ხანძარმა შეაფერხა.

,,აღდგენის თვალსაზრისით შარშან, აგვისტოს თვეში, დაბაში გაჩენილმა ხანძრმა უკან დაგვხია. აღდგენა–ხელშეწყობის თავლსაზრისით რაც გაკეთებული იყო, ისიც თავიდან გასაკეთებელი გახდა. თუმცა 2013–შიც თავიდან გახდა გასაკეთებელი, რაც 2008–ში გაკეთდა. ტყეს აზიანებს არამარტო უსისტემო ჭრა ან ხანძარი, არამედ უსისტემო ძოვებაც" – აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.


| Print |